Friday, May 26, 2017

პირველი დღე

მოგესალმებით. დღეს დავესწარი ინტელის ტრენინგს. გავეცანი  ,,პროექტებზე  სწავლებას'', პირველმა დღემ ჩაიარა საინტერესოდ და ვფიქრობ ნაყოფიერად. გავეცანით ელექტრო სახელმძღვანელოს http://tpdc.ge/essentials/, რომელსაც კარგად გამოვიყენებ როგორც დამხმარე რესურსს პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. გავეცანი მზა  პროექტებს, სახელძღვანელოში ჩაშლილ სხვადასხვა ფაილებს.
მომეწონა სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა,გავეცანი 21 საუკუნის უნარ- ჩვევებს, რაც დამეხმარება  მომავალში უფრო საინტერესოდ დავგეგმო და განვახორციელო სხვადასხვა პროექტები

დღე მეცხრე

დავიწყებ იმით, რომ აღფრთოვანებული ვარ ტრენერით (ხათუნა ციხელაშვილი). ჩემთვის ტრენინგი შრომატევადი და ბევრის მომცველი იყო.ტრენინგის დასაწყი...